2014 წლის 27 ნოემბერს სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გაიხსნა მაღალი სტანდარტებისა და საერთაშორისო დონის მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო-სიმულაციური დანადგარებით.
მეზღვაურთა სასწავლო და საწვრთნელი ცენტრი ატარებს მეზღვაურთა პროფესიული მომზადების/გადამზადების კურსებს, საზღვაო ფლოტში მომუშავე ყველა წოდების მეზღვაურისათვის და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს STCW კონვენციისა და IMO მოდელ კურსების მოთხოვნების შესაბამისად.
სერტიფიცირებისათვის გამოიყენება “TRANSAS Set the Standard”-ის ტრენაჟერები და სიმულაციური ტექნიკა: