საერთო პოლიტიკა და სტრატეგია
შპს „_იბერიის ნავიგაციის_“ მთლიანი (ძირითადი) საქმიანობა მიმართულია მეზღვაურთა შერჩევისა და საზღვაო გემების ეკიპაჟების დაკომპლექტების სფეროზე ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნებისა და 2006 წლის, საზღვაო ნაოსნობაში შრომის კონვენციის (MLC 2006) შესაბამისად, დაქირავებისა და დასაქმების მიმართ (წესი 1.4).
საქმიანობა მიმართულია შემდეგზე:
მაღალკვალიფიცირებული მოქმედი მეზღვაურების შერჩევა და დასაქმება საერთაშორისო გემთმფლობელი კომპანიების გემებზე საერთაშორისო კონვენცია „საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ“ (ILO MLC 2006) მოთხოვნათა შესაბამისად.
შპს „_იბერიის ნავიგაცია_“ მიისწრაფვის შეინარჩუნოს და განახორციელოს საქმიანი თანამშრომლობა მსოფლიოს წამყვან კრუინგულ კომპანიებთან.
შპს „_იბერიის ნავიგაციის_“ ამოცანას წარმოადგენს არა მხოლოდ საკუთარი ხარისხის მართვის სისტემის შენარჩუნება მაღალ დონეზე, არამედ მისი დანერგვის მიწოდება (მოთხოვნა) პარტნიორებზე და დამკვეთებზე.