ჩვენს მონაცემთა ბაზაში, რომელიც ყოველდღიურად ფართოვდება, გვყავს სხვადასხვა რანგის ოთხიათასამდე მეზღვაური.
ყველა მეზღვაური გამოცდილია და აქვს შესაბამისი დიპლომი და სერთიფიკატი STCW 78/95 კონვენციის შესაბამისად.
ყველა მეზღვაურს აქვს ინგლისური ენის ცოდნა, რომელიც საკმარისია პროფესიონალური და ყოველდღიური კომუნიკაციისთვის, რაც შეიძლება დადასტურდეს მარლინსის ტესტის გავლით ჩვენს სასწავლო ცენტრში.
თითოეული მეზღვაურის საფუძვლიანი შემოწმება ხდება გამოცდილების და კომპეტენციის ფარგლებში. მეზღვაურის საზღვაო დოკუმენტები გადიან შემოწმებას, და  დამოწმებულია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მიერ.
დასაქმების ხელშეკრულების გაფორმებამდე, ეკიპაჟი ეცნობა კომპანიების უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემასა და პოლიტიკას.